სერია A-ს კლუბს სამი ქულა ჩამოართვეს
სერია A-ს კლუბს სამი ქულა ჩამოართვეს

იტალიის სერია A-ში მოთამაშე „კიევოს“ სამი ქულა ჩამოაკლეს და 200 ათასი ევროთი დააჯარიმეს იმის გამო, რომ ფინანსურ მაქინაციებში დამნაშავედ ცნეს, – წერს „ფუტბოლ იტალია“ (Football Italia).

ბრალდების მხარე „კიევოსთვის“ უფრო მკაცრ სასჯელს ითხოვდა – სატურნირო ცხრილში 15 ქულის ჩამოკლებას.

„კიევოს“ პრეზიდენტ ლუკა კამპედელის სამი თვით აეკრძალა ფეხბურთში მოღვაწეობა, თუმცა იტალიის ფეხბურთის ფედერაცია აპირებს, კლუბის მმართველს სამწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

სასჯელის ძალაში შესვლის შემდეგ, „კიევოს“ სერია A-ს გათამაშების ცხრილში ორი ქულით ნაკლები ექნება.

დატოვე კომენტარი