სერია A-ში „ოქროს მატჩი“ შემოიღეს #1TVSPORT
სერია A-ში „ოქროს მატჩი“ შემოიღეს #1TVSPORT

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ცვლილება შეიტანა სერია A-ს რეგლამენტში.

2022-23 წლების სეზონიდან იტალიის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში დაუშვეს „ოქროს მატჩის“ ჩატარება.

იმ შემთხვევაში, თუ სერია A-ს 38 ტურის შემდეგ ორი ლიდერი გუნდი ქულების თანაბარ რაოდენობას დააგროვებს, ჩემპიონი „ოქროს მატჩის“ მეშვეობით გამოვლინდება და მნიშვნელობა არ ექნება ურთიერთშეხვედრებს ან ბურთების სხვაობას. 90 წუთის შემდეგ ფრეს შემთხვევაში, ჩემპიონი პენალტების სერიის მეშვეობით გამოვლინდება.

ეს წესი იმოქმედებს მხოლოდ ჩემპიონის გამოსავლენად, სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ქულების თანაფარდობისას გათვალისწინებული იქნება ურთიერთშეხვედრები.