სერია A-ში „ფროზინონემ“ და „ტორინომ“ მოიგეს - ქართველები სათადარიგოებში დარჩნენ #1TVSPORT
სერია A-ში „ფროზინონემ“ და „ტორინომ“ მოიგეს - ქართველები სათადარიგოებში დარჩნენ #1TVSPORT

იტალიის სერია A-ში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გუნდებმა მორიგი შეხვედრები ჩაატარეს და ორივე კლუბმა ერთნაირი ანგარიშით გაიმარჯვა.

ფროზინონემ“ მე-11 ტურში შინ „ემპოლი“ მიიღო და მარვინ კუნის (58) და არიონ იბრაჰიმოვიჩის (74) გოლებით 2:1 დაამარცხა. გიორგი კვერნაძე მასპინძელთა განაცხადში იყო, მაგრამ ამჯერად არ ათამაშეს.

საბა საზონოვისტორინომ“ „სასუოლოს“ უმასპინძლა და მატჩი 1:1 დაასრულა. „ტორინო“ ანტონიო სანაბრიამ (5) დააწინაურა, კრისტიან თორსტვედტმა (18) წონასწორობა მალე აღადგინა, მაგრამ ნიკოლა ვლასიჩმა (68) გუნდი ისევ წინ გაიყვანა. საბა საზონოვი ტურინული კლუბის განაცხადში იყო, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

სერია A-ში გამართული 11 ტურის შემდეგ „ფროზინონე“ 15 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო ამდენივე ქულით „ტორინო“ (15) მე-12 პოზიციაზე დაწინაურდა და „ფროზინონეს“ მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება.