სერია A-ში ბუფონის 17 წლის ვაჟის დებიუტი შედგა #1TVSPORT
სერია A-ში ბუფონის 17 წლის ვაჟის დებიუტი შედგა #1TVSPORT

იტალიის სერია A-ში ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონის ვაჟმა პირველი მატჩი ჩაატარა. 17 წლის ლუის ბუფონი „ბოლონიასთან“ 0:4 წაგებულ შეხვედრაში 77-ე წუთზე ჩაერთო.

ლუისი პოზიციით მარცხენა ვინგერია და ის „პიზას“ რიგებში 2023 წლიდან ირიცხება. ბუფონი მატჩის განაცხადში მანამდეც მოხვდა, თუმცა იტალიის ჩემპიონატში მისი დებიუტი ახლა შედგა.

ლუის ბუფონი იტალიაში დაიბადა, თუმცა დედა ალენა სერედოვა ჩეხია და ლუისიც ჩეხეთის მოქალაქეა. მან 18-წლამდე ნაკრებში სამი მატჩი ჩაატარა, 19-წლამდელებს შორის კი ჩეხეთის ნაკრების მაისური ორჯერ მოირგო.