სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი რაფაელ ლეაო გახდა #1TVSPORT

19:36, 24.10.2023
MILAN, ITALY - OCTOBER 22: Rafael Leao of  AC Milan looks on during the Serie A TIM match between AC Milan and Juventus at Stadio Giuseppe Meazza on October 22, 2023 in Milan, Italy. (Photo by Alessandro Sabattini/Getty Images)

„მილანის“ პორტუგალიელი თავდამსხმელი რაფაელ ლეაო იტალიის სერია A-ს სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

გასულ თვეში ლეაომ „როსონერის“ მაისურით სერია A-ს ხუთ შეხვედრაში ითამაშა. პორტუგალიელმა სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

24 წლის გარემარბი იტალიის ჩემპიონატის 2021/22 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია. მაშინ „მილანთან“ ერთად მან „სკუდეტოს“ მოგება მოახერხა.

ცოტა ხნის წინ რაფაელ ლეაოსთან იტალიური ფეხბურთის გრანდმა შრომითი ხელშეკრულება 2028 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში სერია A-ს თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო სამჯერ მოიპოვა ხვიჩა კვარაცხელიამ, რაც რეკორდია.

მსგავსი