სერია A-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებში - კვარაცხელიას „სპეციასთან“ კარგი თამაში დაუფასდა #1TVSPORT
სერია A-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებში - კვარაცხელიას „სპეციასთან“ კარგი თამაში დაუფასდა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია იტალის სერია A-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორმა ინტერნეტპორტალმა, Whoscored-მა და sofascore-მა დაასახელა.

იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურში „ნაპოლიმ“ „სპეცია“ 3:0 დაამარცხა, რაშიც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენთან ერთად, გადამწყვეტი როლი ითამაშა.

კვარაცხელიამ ბოლო ტურის გასვლით შეხვედრაში ანგარიში პენალტით გახსნა, მეორე საგოლე შეტევა განავითარა და საგოლე გადაცემა გაუკეთა ოსიმენს, რომელმაც დუბლი შეასრულა. ლოგიკურია, რომ ნეაპოლელების ორივე თავდამსხმელი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

Whoscored-მა ქართველ ფეხბურთელს „სპეციასთან“ 8,5 ქულა დაუწერა (ოსიმენს – 9,1), ხოლო sofascore-მა – 8,8 ქულა (ოსიმენს – 8,6).