სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირებზე ფსონები დაიდო - კვარაცხელია ათეულშია #1TVSPORT
სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირებზე ფსონები დაიდო - კვარაცხელია ათეულშია #1TVSPORT

იტალიური გამოცემა „გაზეტა დელო სპორტის“ ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია ბუკმკერებმა უკვე სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირობის შესაძლო კანდიდატების ათეულში დაასახელეს.

„ქართველის შთამბეჭდავი სტარტი, რომელიც პირველი ორი ტურის შემდეგ სამი გოლით საუკეთესო ბომბარდირია, ტოტალიზატორებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. სერია ა-ს პირველი ორი ტურის მოთამაშემ ყველა საჭირო აღიარება დაიმსახურა. ხვიჩას ქარიშხალი ლიგას, კერძოდ, „ვერონასა“ და „მონცას“ დაატყდა თავს, შედეგად კი „ნაპოლი“ უდანაკარგოდ ცხრილის სათავეშია – საუკეთესო შეტევით და საუკეთესი გოლების სხვაობით. ორ ტურში გატანილი სამი გოლით (და 1 პასით) კვარაცხელია ბომბარდირთა სათავეშია.

ასეთი მეტეორიული დაწყების შემდეგ გარდაუვალი იყო, რომ მან რამდენიმე პოზიციით აიწია იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა იერარქიაში. ზუსტი პროგნოზები ჯერ ნაადრევია, მაგრამ ივნისის ნაწინასწარმეტყველებით მეგოლეთა სიაში ქართველი ნამდვილად არ იყო საუკეთესო ბომბარდირის ტიტულისთვის მებრძოლთა სიაში. ახლა კი პირველ ათეულშია და ასეთ პირობებში შეიძლება კიდევ უფრო მაღლა აწიოს“, – წერს იტალიური გამოცემა.