სერია A-ს პრეზიდენტის წინადადება - სტადიონებზე ის ფანები შეუშვან, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღეს
სერია A-ს პრეზიდენტის წინადადება - სტადიონებზე ის ფანები შეუშვან, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღეს

სერია A-ს პრეზიდენტმა პაოლო დალ პინომ იტალიის მთავრობას შესთავაზა – საფეხბურთო სტადიონებზე მხოლოდ ის გულშემატკივრები შეუშვან, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ექნება გაკეთებული.

„ვფიქრობ, ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, სტადიონებზე შევუშვათ ის ადამიანები, რომლებმაც ვაქცინაცია გაიარეს.

ჩვენ მთავრობას წარმოვუდგინეთ 300-გვერდიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ტრიბუნებზე გულშემატკივართა უსაფრთხო დაბრუნება, მაგრამ არც ერთხელ არ გვიპასუხეს. არც კი დაურეკავთ.

ასე რომ, იმედია ვაქცინიან გულშემატკივრებს მაინც შეუშვებენ სტადიონებზე“, – განუცხადა დელ პინომ Football Italia-ს.