სერია ა-ს პირველ ტურში კვარაცხელიას საგოლე პასი საუკეთესოა #1TVSPORT
სერია ა-ს პირველ ტურში კვარაცხელიას საგოლე პასი საუკეთესოა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია ტურში საუკეთესო საგოლე გადაცემის ავტორია – ასე შეაფასა „ვერონასთან“ (2:5) ქართველი ფეხბურთელის ასისტი სერია ა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა.

გარდა იმისა, რომ კვარაცხელიამ „ვერონასთან“ ანგარიში გაათანაბრა, მეორე ტაიმის დასაწყისში შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ პიოტრ ზელინსკი დატოვა, რომელმაც „ნაპოლი“ დააწინაურა და ამ გოლმა მატჩში გარდამტეხი როლი ითამაშა.

ასისტი სერია ა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის საგოლე გადაცემა ტურიდან 5 საუკეთესოში გამოარჩია და პირველ ადგილზე გაიყვანა, შემდეგ კი მოდის სერია ა-ს კიდევ ერთი დებიუტანტი, ანხელ დი მარია, რომელმაც „სასუოლოსთან“ შესანიშნავი გადაცემა შეასრულა.

„ხვიჩა კვარაცხელია ის ფეხბურთელია, რომელმაც 2004/2005 წლების სეზონიდან პირველად შეძლო „ნაპოლის“ დებიუტანტებიდან პირველივე შეხვედრაში გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება“, – ასე ლაკონიურად აღნიშნავს იტალიის ჩემპიონატის გვერდი ქართველის დამსახურებას.