სერია A-ს კლუბებმა რასიზმთან ბრძოლა დაიწყეს
სერია A-ს კლუბებმა რასიზმთან ბრძოლა დაიწყეს

იტალიის ჩემპიონატის ოცივე კლუბმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელშიც ისინი რასიზმთან ბრძოლისა და ფეხბურთიდან ამ პრობლემის ამოძირკვის პირობას დებენ. წერილი სეზონის განმავლობაში მომხდარი რასისტული ინციდენტების შემდეგ შეადგინეს.

2019-20 წლების სეზონში მინიმუმ სამი შემთხვევა იყო, როცა ფეხბურთელებს რასისტული გამოხტომებით თავს დაესხნენ. ამგვარი შეტევის მსხვერლნი გახდნენ რომელუ ლუკაკუ „ინტერიდან“, მარიო ბალოტელი „ბრეშადან“ და ენრიკე დალბერტი „ფიორენტინადან“.

„ჩვენ საჯაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ რასიზმთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები გვაქვს.

არავინ უნდა გახდეს რასობრივი ძალადობის მსხვერპლი – არც ფეხბურთში და არც მის მიღმა. ჩვენ აღარ გავჩუმდებით ამ საკითხზე და არ დავიწყებთ ლოდინს, რომ პრობლემა ერთ მშვენიერ დღეს თავისით გაქრება.

ახლა ჩვენ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ – მიზანმიმართულად და ერთიანი ძალით. მოგიწოდებთ გულშემატკივრებს, დაგვიჭიროთ მხარი ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამოწყებაში“, – წერია წერილში.