სერია A-ს ხელფასები - კრიშტიანო რონალდო უკონკურენციოა
სერია A-ს ხელფასები - კრიშტიანო რონალდო უკონკურენციოა

იტალიურმა გამოცემა „გაძეტა დელო სპორტმა“ გამოაქვეყნა სერია A-ს ფეხბურთელების სახელფასო მონაცემები.

იტალიის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო: პორტუგალიელი წელიწადში 31 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ეს თანხა თითქმის ოთხჯერ მეტია იმაზე, რასაც კრიშტიანოს უახლოესი მდევარი, მისი თანაგუნდელი მატეის დე ლიგტი იღებს – ტურინეები მას 8 მილიონ ევროს უხდიან. მესამე ადგილზეა „ინტერის“ ფორვარდი რომელუ ლუკაკუ, რომელიც ერთ სეზონში 7.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. დაახლოებით ასეთივე თანხას იღებენ „ინტერსა“ და „რომაში“ კრისტიან ერიქსენი და ედინ ჯეკო. „მილანში“ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ხელფასი 7 მილიონ ევროს შეადგენს.