სერია „ა“-ს დასრულება 20 აგვისტოსთვის დაიგეგმა
სერია „ა“-ს დასრულება 20 აგვისტოსთვის დაიგეგმა

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ჩამოყალიბდა ქვეყნის ჩემპიონატის დასრულების თარიღზე. ცნობილი ჟურნალისტის ტანკრედი პალმიერის ინფორმაციით, სერია „ა“ 20 აგვისტოს უნდა დამთავრდეს. ჩემპიონატის დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ კი ქვეყნის თასის თამაშები უნდა გაიმართოს. ამ ტურნირზე ჩასატარებელი დარჩა განმეორებითი ნახევარფინალები და ფინალი.

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თამაშები სერია „ა“-ს პარალელურად გაიმართება.

იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ გამოაცხადა, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას 28 მაისს მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც სპორტულ ღონისძიებებზე აკრძალვა 14 ივნისამდე გაგრძელდა.

დატოვე კომენტარი