სერია A-ს ცხრა კლუბი უარს აცხადებს ვარჯიშების განახლებაზე
სერია A-ს ცხრა კლუბი უარს აცხადებს ვარჯიშების განახლებაზე

იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე კლუბები წინააღმდეგნი არიან იმ სამედიცინო ოქმის, რომელიც სეზონის სავარაუდო განახლების წინ შეადგინეს.

წყაროს ცნობით, ცხრა გუნდი არ დაიწყებს ჯგუფურ ვარჯიშებს, თუ მთავრობა ამ ოქმს არ შეცვლის. ისინი უკმაყოფილონი არიან პუნქტით, რომლის მიხედვითაც კლუბები 15-დღიან კარანტინში უნდა წავიდნენ იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელს და პერსონალის წევრს კორონავირუსი აღმოაჩნდება.

კლუბებს მიაჩნიათ, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც ეს იდეა ეფექტურად იმუშავებს არის ის, რომ გუნდი და პერსონალი მოათავსონ ბაზაზე და არ გამოუშვან იქიდან ჩემპიონატის დამთავრებამდე. თუმცა, ბევრ კლუბს არ გააჩნია ამგვარი შესაძლებლობა.

კლუბებს სურთ მისდიონ ბუნდესლიგის მოდელს, როცა COVID-19-ით დაინფიცირებულს იზოლაციაში გადაიყვანენ, კლუბის დანარჩენ წარმომადგენლებს კი შეამოწმებენ იმის გასარკვევად, ხომ არ გავრცელდა ინფექცია.

იტალიაში 18 მაისიდან უნდა განახლდეს ჯგუფური ვარჯიშები, სეზონის რესტარტი კი 13 ივნისს არის დაგეგმილი.