სერია A-ს 33-ე ტურში „ატალანტამ“ „ბრეშა“ გაანადგურა - 6:2
სერია A-ს 33-ე ტურში „ატალანტამ“ „ბრეშა“ გაანადგურა - 6:2

ბერგამოული კლუბისთვის „ბრეშასთან“ გამარჯვება სეზონში 21-ე მოგება, რაც კლუბის რეკორდის გამეორებაა (2016-17 წლების სეზონი).

„ატალანტას“ ანგარიშზე იტალიის ჩემპიონატში 93 გოლი მოდის. ეს მეორე შედეგია TOP5 ქვეყნების ეროვნულ ჩემპიონატებში. უფრო მეტი მხოლოდ „ბაიერნს“ აქვს გატანილი – 34 მატჩში 100 გოლი. ბოლო 60 წლის განავლობაში, ერთ სეზონში იტალიის ჩემპიონატში უფრო მეტი გოლი კი „ნაპოლიმ“ გაიტანა (94 გოლი 2016-17 წლების სეზონში).

„ატალანტას“ კიდევ ხუთი მატჩი აქვს „ბაიერნისა“ და „ნაპოლის“ შედეგების გასაუმჯობესებლად.
და კიდევ, ბერგამოულმა კლუბმა ამ სეზონის რეკორდი დაამყარა TOP5 ქვეყნების ლიგებში – ოთხ მატჩში ექვსი გოლი გაიტანა.