სერია A-მ სეზონის საუკეთესოები დაასახელა #1TVSPORT
სერია A-მ სეზონის საუკეთესოები დაასახელა #1TVSPORT

იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურის წინ, სერია A-მ 2021-22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

საუკეთესო მეკარე გახდა „მილანის“ წევრი მაიკ მენიანი. ფრანგმა 31 მატჩში 21 გოლი გაუშვა და 16 მატჩში „მშრალად“ შეინახა საკუთარი კარი.

საუკეთესო მცველად დასახელდა „ტორინოს“ ბრაზილიელი ლეგიონერი გლეისონ ბრემერი, საუკეთესო ნახევარმცველია ხორვატი მარსელო ბროზოვიჩი „ინტერიდან“, ხოლო საუკეთესო ფორვარდი ჩირო იმობილე. „ლაციოს“ თავდამსხმელმა 31 მატჩში 27 გოლი გაიტანა.

23 წლამდელებს შორის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა „ნაპოლის“ ფორვარდი ვიქტორ ოსიმჰენი. ნიგერიელმა ჩემპიონატის 26 მატჩში 14 გოლი გაიტანა.