სერია A-მ სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზზე ნომინანტები დაასახელა #1TVSPORT
სერია A-მ სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზზე ნომინანტები დაასახელა #1TVSPORT

სერია A-მ წარმოადგინა პრეტენდენტები 2024-25 წლების სეზონის ინდივიდუალურ პრიზებზე.

გამოცხადდა შემდეგი კატეგორიები:

საუკეთესო მეკარე – დავიდ დე ხეა (ფიორენტინა), ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი (ტორინო), მილე სვლარი (რომა);

საუკეთესო მცველი – ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ალესანდრო ბუონჯორნი (ნაპოლი), ნუნუ ტავარეში (ლაციო);

საუკეთესო ნახევარმცველი – ნიკოლო ბარელა (ინტერი), სკოტ მაკტომინეი (ნაპოლი), ტიჯანი რეინდერსი (მილანი);

საუკეთესო ფორვარდი – მოიზე კინი (ფიორენტინა), რიკარდო ორსოლინი (ბოლონია), მატეო რეტეგი (ატალანტა);

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (U23) – სებასტიან ესპოზიტო (ემპოლი), ნიკო პასი (კომო), ქენან ილდიზი (იუვენტუსი).

რაც შეეხება სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს, მას გამოავლენენ ჩამოთვლილ კატეგორიებში შესული ფეხბურთელებიდან.