სერია A-მ ახალი სეზონის დაწყების თარიღი გამოაქვეყნა #1TVSPORT
სერია A-მ ახალი სეზონის დაწყების თარიღი გამოაქვეყნა #1TVSPORT

იტალიია სერია A-ს პრესსამსახურმა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ახალი სეზონის დაწყების თარიღი.

ქვეყნის ჩემპიონატი 22 აგვისტოს იღებს სტარტს, ბოლო ტური კი დანიშნულია 2022 წლის 22 მაისს. ასევე გაირკვა, რომ იტალიის თასის ფინალი 11 მაისს ჩატარდება.

ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული იტალიის სუპერთასის თარიღი.

იტალიის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულია მილანის „ინტერი“.