სერგო ჩიხლაძე - „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ კანონის მიღებით ოპოზიციური პროტესტი შეწყდება, მათი გადაწყვეტილება უკან გადადგმული ნაბიჯია
სერგო ჩიხლაძე - „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ კანონის მიღებით ოპოზიციური პროტესტი შეწყდება, მათი გადაწყვეტილება უკან გადადგმული ნაბიჯია

„ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ კანონის მიღებით ოპოზიციური პროტესტი შეწყდება, მათი გადაწყვეტილება უკან გადადგმული ნაბიჯია, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, სერგო ჩიხლაძემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით.

„ეს ცვლილებები და „ქართული ოცნების“ ეს გადაწყვეტილება არის დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი, ეს არის გზა ტოტალიტარული ქვეყნებისკენ, როგორიც არის ბელარუსი, რუსეთი, უკრაინა და ა.შ. აშშ-მა ძალიან მკვეთრად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, მათ გამოხატეს თავისი წუხილი და პირდაპირ „ქართულ ოცნებას“, მმართველ პარტიას მიმართეს, რომ ასეთი კანონის მიღება არ შეიძლება. ეს არ არის გზა ევროკავშირისკენ, დასავლეთისკენ, ნატო-სკენ. ამით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აირჩია, რომ მათი პრიორიტეტი არ არის დასავლეთი და მათი პრიორიტეტია ლუკაშენკო, მსგავსი ოდიოზური სახელმწიფო მმართველები. კონსულტაციები რომ გამართულიყო და გათვალისწინებულიყო აზრი, როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო სექტორის, რა თქმა უნდა, ეს კანონი ასეთი სახით ვერც დაფიქსირდებოდა და არ იქნებოდა მიღებული.

სპეციალურად „ქართულმა ოცნებამ“, თაღლითური გზით, სწრაფად, მიიღო ცვლილებები და ასე ვირეშმაკულად გადაწყვიტა ამ კანონის მიღება. მათ ჰქონიათ, რომ ამ კანონის მიღებით ახლა რაღაც სამოქალაქო პროტესტი შეწყდება, ოპოზიციური პროტესტი შეწყდება. ეს არის კიდევ ერთხელ გზა ტოტალიტარული ქვეყნებისკენ, ეს გზა აირჩია „ოცნებამ“ და მეცხრე წელია, მიჰყვება“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.