სერგო ჩიხლაძე - პოლიტიკა არ არის ქვაში გამოკვეთილი ქანდაკება, რომელიც ვერ შეიცვლება, მანდატების დატოვებაზე გადაწყვეტილება დაკორექტირდა
სერგო ჩიხლაძე - პოლიტიკა არ არის ქვაში გამოკვეთილი ქანდაკება, რომელიც ვერ შეიცვლება, მანდატების დატოვებაზე გადაწყვეტილება დაკორექტირდა

​პოლიტიკა არ არის ქვაში გამოკვეთილი ქანდაკება, რომელიც ვერ შეიცვლება, მანდატების დატოვებაზე გადაწყვეტილება დაკორექტირდა, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე.

ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტი მნიშვნელოვანი ბერკეტია, მათ შორის – საკონსტიტუციო ცვლილებების თვალსაზრისით.

„ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან ბრძოლაში ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული, მათ შორის – საკანონმდებლო, აქციები, მედია და დასავლეთთან ურთიერთობა. თავი არ უნდა შევიზღუდოთ და ის ბერკეტები არ უნდა გავიუქმოთ, რომელიც გვაქვს. პარლამენტი მნიშვნელოვანი ბერკეტია, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებების თვალსაზრისით.

დარწმუნებული ვარ, 2021 წელს იქნება რიგგარეშე არჩევნები და მნიშვნელოვანია, სრულად პროპორციული არჩევნები იყოს, რათა ის 30 ადგილი ფორად არ დავუტოვოთ ბიძინა ივანიშვილს. თუ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მიიღებს და უარს იტყვის, ამ შემთხვევაში, მეც კი, რომელიც პარლამენტიდან ოპოზიციის გასვლის მომხრე არ ვარ, ამას მივემხრობი, თუ პარლამენტი აზრს დაკარგავს.

პოლიტიკა არის დინამიკური პროცესი, გადაწყვეტილებები შეიძლება შეიცვალოს. ოპოზიციის პოზიციის ცვლა რატომ გიკვირთ, როცა „ქართული ოცნება“ დღეში რამდენიმეჯერ გადაწყვეტილებას ცვლის და პარტნიორებს „გადააგდებს“ ხოლმე შეთანხმებულ დოკუმენტზე. პოლიტიკა არ არის ქვაში გამოკვეთილი ქანდაკება, რომელიც ვერ შეიცვლება. მთავარია, მანდატების დატოვებაზე სწორი გადაწყვეტილება იქნა ბოლოს მიღებული და დაკორექტირდა პოზიცია“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

დატოვე კომენტარი