სერგო ჩიხლაძე - მადლობა ელჩებს, რომ ისინიც ეძებენ გამოსავალს არსებული სიტუაციიდან
მადლობა ელჩებს, რომ ისინიც ეძებენ გამოსავალს არსებული სიტუაციიდან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე ოპოზიციის წარმომადგენლების ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის შესახებ აცხადებს.
ჩიხლაძის თქმით, ელჩები ოპოზიციას მას შემდეგ შეხვდებიან, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს გაესაუბრებიან.
„ელჩებთან შეხვედრაზე რაიმე სახის გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. უბრალოდ, ბოლო დღეების ვითარება კიდევ ერთხელ ავუხსენით ელჩებს. ისინი ძალიან შეშფოთებული არიან და მადლობა მინდა, ვუთხრა, რომ ისინიც ეძებენ გამოსავალს ამ სიტუაციიდან. ჩვენ დავუდასტურეთ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან თუ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, კვლავ მზად ვართ მოლაპარაკეკებისთვის. დიდი მოწონებით შეხვდნენ ჩვენს მზაობას და ამიტომ ჯერი ისევ „ქართულ ოცნებაზეა“. შეხვედრები გაგრძელდება ელჩებთან. „ქართულ ოცნებას“ როდესაც გაესაუბრებიან, სავარაუდოდ კვლავ შედგება ჩვენი შეხვედრა“, – განაცხადა ჩიხლაძემ.