სერგი კუხიანიძე გორის „დილას” ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
სერგი კუხიანიძე გორის „დილას” ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ თავდამსხმელი სერგი კუხიანიძე გორის „დილას“ ფეხბურთელია – ინფორმაციას „დილას“ პრესსამსახური ავრცელებს.

„24 წლის ფორვარდი სერგი კუხიანიძე „დილას” ფეხბურთელია. მან ჩვენს კლუბთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და გუნდსაც შეუერთდა“, – წერია „დილას“ ვებგვერდზე გავრცელებულ ცნობაში.

სერგიმ სეზონი წყალტუბოს „სამგურალის“ შემადგენლობაში დაიწყო და მიმდინარე სეზონში გარკვეული დრო უკვე ითამაშა, შესაბამისად, ახალ გუნდში ოფიციალური მატჩების ჩატარების უფლება სატრანსფერო ფანჯრის გახსნის (20 ივნისი) შემდეგ ექნება და გუნდის დახმარებასაც სწორედ ამ დროიდან შეძლებს.

კუხიანიძემ კარიერა ქუთაისის „ტორპედოს“ აკადემიაში დაიწყო, შემდეგ მარტვილის „მერანს“ შეუერთდა, 2019 წლიდან კი წყალტუბოს „სამგურალის“ ღირსებას იცავდა.

სერგი კუხიანიძე იყო საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრი და გუნდის ფორმით ოთხი მატჩი ჩაატარა. 2021 წელს, ნიდერლანდებთან ამხანაგურ მატჩში ვილი სანიოლმა ეროვნულში ნაკრებში მიიწვია.