სერგი კაპანაძე - ვიკრიბებით ოპოზიცია, ბუნებრივია, ყველა სცენარს განვიხილავთ
სერგი კაპანაძე - ვიკრიბებით ოპოზიცია, ბუნებრივია, ყველა სცენარს განვიხილავთ

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია იკრიბება, რათა სამომავლო გეგმებზე იმსჯელოს.

„ეს არის აშკარა მცდელობა ცესკო-ს მხრიდან, რომ მოახდინოს არჩევნების სრული ლეგიტიმაცია და გაყალბება. ეს ნიშნავს, რომ სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ამ არჩევნების ლეგიტიმურობა. ამას სჭირდება შესაბამისი რეაქცია და ჩვენ ვიკრიბებით ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომ ვიმსჯელოთ, კონკრეტულად რა ნაბიჯები გადავდგათ.

ბუნებრივია, ყველა სცენარს განვიხილავთ, ახლა მაგაზე გვექნება სწორედ შეხვედრა. ჩვენ დღის განმავლობაში ვნახეთ უამრავი დარღვევა, არ დარჩენილა მუხლი რომელიც არ დაარღვიეს მათ ცესკო-მ გამოაქვეყნა მონაცემები და დასვა იმედის ეგზიტპოლზე. უნდათ, რომ ამას შევეგუოთ. ამას ექნება რეაქცია, რათა მოსახლეობის ნებას ვერავინ ვერ გააყალბეს. ამაზე გვექნება დისკუსიები და გეტყვით რას გადავწყვეტთ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.