სერგი კაპანაძე - ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგს აზრი არ აქვს, როდესაც პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენ
სერგი კაპანაძე - ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგს აზრი არ აქვს, როდესაც პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს აზრი არ აქვს, როდესაც პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენ.

კაპანაძის თქმით, ოპოზიციას თავისი შეთავაზება უკვე გაკეთებული აქვს, რომლის არსიც არის პროპორციულის ან მსგავსი სისტემის მიღება.

„ცალკე რიცხვებზე საუბარს აზრი არ აქვს, მაგრამ ნებისმიერი მოდელის განხილვა შესაძლებელია, რომლის ფუნდამენტური არსი იქნება პოლიტიკური ძალების იმ პროპორციით წარმოდგენა პარლამენტში, რა მხარდაჭერასაც მიიღებს. 100/50 ამ არსს ფუნდამენტურად სცდება, ამიტომ ჩვენგან განხილვის საგანი არ იქნება. აქ კიდევ უფრო სხვა და გაცილებით დიდი პრობლემაა. არანაირ დიალოგს აზრი არ აქვს, როდესაც პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენ. ამიტომ არის ეს დიალოგი გაჩერებული. თუ მათ უნდათ, რომ ვითარება დიალოგის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდეს, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტონ პოლიტიკური დევნა და მერე ისაუბრონ პროპორციული ან მსგავსი საარჩევნო სისტემის ირგვლივ. რაც შეეხება ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილის მოსვლას, როგორც ვიცით, მან გამოთქვა მზადყოფნა. ჩვენც მივესალმეთ და ვთქვით, რომ კარგი იქნება თუ შემოგვიერთდება“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.