სერგი კაპანაძე - დიდი მნიშვნელობა არ ექნება მთავრობაში გადაადგილებას, ერთი პაიკის მეორეთი ჩანაცვლება არაფერს ცვლის
სერგი კაპანაძე - დიდი მნიშვნელობა არ ექნება მთავრობაში გადაადგილებას, ერთი პაიკის მეორეთი ჩანაცვლება არაფერს ცვლის

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი სერგი კაპანაძე სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა არ ექნება გადაადგილებას, რადგანაც ერთი პაიკის მეორეთი ჩანაცვლება არაფერს ცვლის.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილია გადაწყვეტილების მთავარი მიმღები.

„იმ პირობებში, როდესაც გადაწყვეტილებებს მთავრობასთან დაკავშირებით იღებს ერთი ადამიანი – ოლიგარქი, რომელიც არავის ექვემდებარება, სრულიად მოსალოდნელი არის ნებისმიერი გადანაცვლება და მორიგი პაიკის დანიშვნა მთავრობაში მეთაურად ან რაღაც როქის გაკეთება. თუ გახარიას დანიშნავს ივანიშვილი, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ბოლომდე არაადეკვატურია და არ ესმის საზოგადოების მოთხოვნების, რადგან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მთავარი მოთხოვნა საზოგადოებაში არის გახარიას სახლში გაშვება და თუ მისი დაწინაურება. კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ ეს ადამიანი სრულიად დისტანცირებული არის საზოგადოებრივ აზრს.

ანალოგიურადაა, თუ ბატონ ღარიბაშვილს დააბრუნებენ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო არაპოპულარული, არაეფექტური და არაფრისმაქნისი მინისტრი იყო და დაგვამახსოვრა თავი, როგორც ბოღმიანმა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ აგრესიული ნაბიჯების გადადგმის მომხრე მინისტრმა“, – აღნიშნავს სერგი კაპანაძე.