სერგი კაპანაძე - აქცია ხელს არ შეუშლის მოლაპარაკების პროცესს, აქციები გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება შეთანხმება
სერგი კაპანაძე - აქცია ხელს არ შეუშლის მოლაპარაკების პროცესს, აქციები გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება შეთანხმება

აქცია ხელს არ შეუშლის მოლაპარაკების პროცესს, აქციები გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება შეთანხმება, – განაცხადა თემის კომენტირებისას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ.

ამასთან, სერგი კაპანაძის თქმით, მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე შეიძლება, იყოს გარღვევა.

„ეს აქცია დაანონსდა, როდესაც ჩავარდა მოლაპარაკების წინა რაუნდი და გაირკვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერზე თქვა უარი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს პერიოდი გამოვიყენოთ რეგიონებში სასიარულოდ და აქციის მოსამზადებლად. თუ მანამდე შეთანხმება იქნება მიღწეული, მაშინ შეგვიძლია, გეგმები შევცვალოთ, მაგრამ ისე, აქციები იქნება, ვიდრე „ქართული ოცნება“ გონს არ მოეგება და ამ დათმობებზე არ წამოვა.

ჩვენ ველოდებით, რადგანაც ევროპული საბჭოს წარმომადგენელის მაღალი დონის ჩართულობა ისევ უზრუნველყოფილია, ევროპას უნდა, რომ შეთანხმება იყოს მიღწეული. ველოდებით, რომ ამ რაუნდზე შეიძლება, იყოს გარღვევა. ოღონდ, გარღვევა მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ამ თავის ხისტ პოზიციას გადახედავს, გონს მოეგება და არჩევნებთან დაკავშირებით და პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით წამოვა შეთანხმებაზე. თუ არ წამოვა, მაშინ მოლაპარაკებები ჩავარდება, ისევ „ქართული ოცნების“ გამო“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.