სერგეი შოიგუ – ევროპამ, შესაძლოა, მოატყუოს ტრამპი და არ გაზარდოს თავდაცვის ხარჯები

16:37, 16.07.2025

ევროპამ, შესაძლოა, მოატყუოს ტრამპი და არ გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

შოიგუ არ გამორიცხავს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა, შესაძლოა, მოატყუონ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და არ შეასრულონ თავდაცვითი ხარჯების გაზრდის ვალდებულებები.

„შემთხვევითი არ არის, რომ ახალი თავდაცვითი ბიუჯეტის პირველი შედეგები 2029 წლამდე უნდა იყოს შეჯამებული, როდესაც დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადა იწურება. არ არის გამორიცხული, რომ ევროპელები, რომლებმაც მოტყუება თავიანთი საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის განუყოფელი ელემენტი გახადეს, აპირებენ, მოატყუონ ტრამპი და უარი თქვან ვალდებულებებზე“, – განაცხადა შოიგუმ.

მსგავსი