სერგეი ლავროვი - ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას მოსკოვი სათანადოდ უპასუხებს
სერგეი ლავროვი - ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას მოსკოვი სათანადოდ უპასუხებს

ნატო-ს აქტოვობის გაზრდასა და ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას მოსკოვი სათანადოდ უპასუხებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 2018 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი აშშ-სთან და ევროკავშირთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენით კვლავ დაინტერესებულია, თუმცა ეს თანაბარი უფლებებისა და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინების პრინციპით უნდა მოხდეს.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვს საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული ძალების შეთანხმების შენარჩუნება სურს და იმედოვნებს, რომ ევროპა საკუთარ კონტრიბუციას უზრუნველყოფს.