სერგეი ლავროვი - მოსკოვი და მინს​კი შეშფოთებას გამოთქვამენ თავიანთ საზღვრებთან ნატო-ს აქტიური საქმიანობის გამო
სერგეი ლავროვი - მოსკოვი და მინს​კი შეშფოთებას გამოთქვამენ თავიანთ საზღვრებთან ნატო-ს აქტიური საქმიანობის გამო

მოსკოვი და მინს​კი შეშფოთებას გამოთქვამენ თავიანთ საზღვრებთან ნატო-ს აქტიური საქმიანობის გამო, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თავის ბელარუს კოლეგა ვლადიმირ მეკეისთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

„ვისაუბრეთ შეიარაღების გაუვრცელებლობის, კონტროლის პრობლემაზე. გამოვთქვით შეშფოთება ჩვენს საზღვრებთან ნატო-ს საქმიანობის გააქტიურების გამო“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სერგეი ლავროვის თქმით, ნატო-ს ქმედებები ევროატლანტიკურ სივრცეში დაძაბულობის ზრდას უწყობს ხელს.

„რუსეთი და ბელარუსი მოუწოდებენ დასავლელ პარტნიორებს, პატივი სცენ თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპს, დაიცვან საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები, მათ შორის ეუთო-ს ფარგლებში“, – განაცხადა ლავროვმა.

დატოვე კომენტარი