სერგეი ლავროვი -დაძაბული საგარეო ვითარების გამო, იუნესკო-ს ფორუმში მონაწილეობის გაგრძელებას ვერ შევძლებ
სერგეი ლავროვი -დაძაბული საგარეო ვითარების გამო, იუნესკო-ს ფორუმში მონაწილეობის გაგრძელებას ვერ შევძლებ

ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების ფონზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იუნესკო-ს არასამთავრობო პარტნიორების საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმს გამოეთიშა.

„ვერ შევძლებ მონაწილეობის გაგრძელებას, საგარეო პოლიტიკურ მიმართულებაში მთელი რიგი საკმაოდ დაძაბული ვითარების გათვალისწინებით“, – განაცხადა მინისტრმა ხანმოკლე გამოსვლის დროს.

სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ ფორუმზე დისკუსიები კონსტრუქციულად, ღიად და მეგობრულად წარიმართება.

ქერჩის სრუტეში 25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.