სერგეი ლავროვი - ჩვენმა პოლონელმა კოლეგებმა განაცხადეს უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის შესახებ, ეს იქნება რუსეთისა და ნატო-ს ძალების პირდაპირი შეტაკება
სერგეი ლავროვი - ჩვენმა პოლონელმა კოლეგებმა განაცხადეს უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის შესახებ, ეს იქნება რუსეთისა და ნატო-ს ძალების პირდაპირი შეტაკება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში სამშვიდობო მისიების გაგზავნა რუსეთისა და ნატო-ს შეიარაღებული ძალების პირდაპირი კონფრონტაცია იქნება. აღნიშნულის შესახებ სერგეი ლავროვმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ლავროვმა აღნიშნა, „დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ შუამავლის როლის შესრულებას, მაგრამ გვაქვს მკაფიო წითელი ხაზები“.

„ჩვენმა პოლონელმა კოლეგებმა განაცხადეს უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის შესახებ. ვფიქრობ, ესმით, რაზეც საუბრობენ. ეს იქნება რუსეთისა და ნატო-ს შეიარაღებული ძალების სწორედ ის პირდაპირი შეტაკება, რომლის არიდება ყველას არა მარტო უნდოდა, არამედ ამბობდნენ, რომ არასოდეს უნდა მომხდარიყო. პოლონეთის წარმომადგენლები ცნობილნი არიან თავისი არასტანდარტული სვლებით, რომელიც მიმართულია დიდი უბედურების პროვოცირებისკენ და არ გამოვრიცხავ, როდესაც ისინი სამშვიდობო ძალებზე საუბრობენ, გულისხმობენ მათ საზღვარს უკრაინის დასავლეთით. შესაძლოა, სამშვიდობო ძალების შეყვანა სურთ ლვოვში, იქ შტაბბინის შექმნა და შემდეგ იქ დარჩენა. ამ პროვოკაციის მეორე მიზანი არის ის, რომ საუბრები მიდის არა მარტო სამშვიდობო მისიის კონტინგენტზე, არამედ იმაზე, რომ ნატო თუ არა, მაშინ ბალტიისპირეთის ქვეყნების ბატალიონები შევიდნენ უკრაინის დასაცავად. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ თავშეკავება, ჩვენი პოზიცია ნათელია, მკაფიოდ წარვადგინეთ ჩვენი მიდგომები მოლაპარაკებებში. დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ შუამავლის როლის შესრულებას, მაგრამ ჩვენ გვაქვს მკაფიო წითელი ხაზები, რომელზედაც წლებია, ვსაუბრობთ და ახლა უკვე მხოლოდ საუბრებით ვერ შემოვიფარგლებით“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.