სერენა ვილიამსის მორიგი ჯილდო
სერენა ვილიამსის მორიგი ჯილდო

ცნობილი ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი ჯურნალ „ედვიკის“ (Adweek) ჯილდოს მფლობელი გახდა. ამის შესახებ იტყობინება გამოცემის გვერდი ინსტაგრამზე.

ჟურნალი წლის საუკეთესო ბრენდებს აჯილდოვებს. მათ შორის აღმოჩნდა სერენაც, რომელიც აღნიშნეს უმაღლესი პროფესიონალიზმით და ამბიციებით არამარტო საჩოგბურთო კორტზე, არამედ მის გარეთაც.

მას აგრეთვე ეძახიან ბიზნესლედის, დიზაინერს, ინვესტორსა და ჩაგრულთა დამცველს. თავის ინსტაგრამზე ჩოგბურთელმა მადლობა გადაუხადა ჟურნალს ჯილდოსთვის.

37 წლის სერენას მოგებული აქვს 72 ტურნირი ერთეულებში და ის გახლავთ 4-გზის ოლიმპიური ჩემპიონი.