სერენა უილიამსი რეიტინგის ათეულში ქალიშვილის დაბადების შემდეგ პირველად დაბრუნდება
სერენა უილიამსი რეიტინგის ათეულში ქალიშვილის დაბადების შემდეგ პირველად დაბრუნდება

დიდ სლემის ტურნირების 23-გზის გამარჯვებული, სერენა უილიამსი მსოფლიო რეიტინგის ათეულში დაბრუნდება. განახლებულ სიაში, რომელიც 18 თებერვალს გამოქვეყნდება, ის მეათე იქნება. ეს დანიელი ჩოგბურთელის, კაროლინა ვოზნიაცკის დოხას ტურნირიდან მოხსნის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

სერენა ბოლოს ათეულში 2017 წლის 3 ივლისს იყო. 2017 წლის ავსტრალიის ღია ტურნირის მოგების შემდეგ, ფეხმძიმობის გამო, მან კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ქალიშვილის დაბადების შემდეგ, უილიამსმა დიდი სლემის ტურნირის ფინალში ორჯერ ითამაშა.