სერენა უილიამსზე სერიალს გადაიღებენ #1TVSPORT
სერენა უილიამსზე სერიალს გადაიღებენ #1TVSPORT

„დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონმა სერენა უილიამსმა ხელი მოაწერა კონტრაქტს Amazon Studios-თან. თანამშრომლობის შედეგი იქნება სერიალი ამერიკელი ჩოგბურთელის შესახებ. – იტყობინება გამოცემა Variety.

„ძალიან მოხარული ვარ Amazon Studios-თან თანამშრომლობით, რომელიც ქმნის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებს მთელი მსოფლიოს აუდიტორიისთვის. მე ბევრი ისტორია დამიგროვდა, რომელიც მინდა ყველას გავუზიარო“, – განაცხადა უილიამსმა.

სერიალზე მუშაობა უკვე დაწყებულია, მაგრამ გამოსვლის თარიღი არ ზუსტდება. თავად ჩოგბურთელი აღმასრულებელი პროდუსერი იქნება.