სერენა უილიამსზე კარიკატურის ავტორმა მუქარის შეტყობინებები მიიღო
სერენა უილიამსზე კარიკატურის ავტორმა მუქარის შეტყობინებები მიიღო

ავსტრალიური გაზეთის Herald Sun-ის მხატვარმა მარკ ნაითმა საკუთარი „ტვიტერი“ გააუქმა. ეს სერენა უილიამსის კარიკატურას გამო მოხდა, რომელიც ნაითმა აშშ-ის ღია პირველობის ფინალის შემდეგ დახატა.

კარიკატურის გამოქვეყნების შემდეგ, მხატვრისა და მის ოჯახის წევრების მიმართ, მუქარის შეტყობინებები გავრცელდა.

„მე ეს კარიკატურა შაბათს საღამოს დავხატე, როდესაც აშშ-ის ღია პირველობის ფინალს ვუყურებდი. დავინახე მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი როგორ ჩავარდა ისტერიკაში და ვიფიქრე, რომ ეს საინტერესო იქნებოდა. შემდეგ ჩემი ნახატი აშშ-ში სოციალურ ქსელებში აიტაცეს და ტელეფონი აფეთქდა. სამყარო შეიშალა”, – განაცხადა ნაითმა ერთ-ერთ რადიოეთერში.

„ეს კარიკატურა სერენას ცუდ საქციელზეა და არა მის რასაზე“, – დაამატა მხატვარმა.

მარკ ნაითმა კარიკატურა Herald Sun-სთვის დახატა, რომელშიც სერენა ულიამსი ჩოგანზე დახტის, არბიტრი კი მის მეტოქეს ეუბნება, „იქნებ, მოაგებინო?“

ნაითის ტვიტმა ერთ საღამოში 74 ათასი რეაქცია შეაგროვა.

ავსტრალიელი მხატვრის წინააღმეგ გამოვიდა „ჰარი პოტერის“ ავტორი, მწერალი ჯოან როულინგი.