სერენა უილიამსმა მუსიკალურ ორთაბრძოლაში ბიონსე განასახიერა
სერენა უილიამსმა მუსიკალურ ორთაბრძოლაში ბიონსე განასახიერა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ამერიკელმა სერენა უილიამსმა, მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ ორთაბრძოლაში, რომელსაც Lip Sync Battle ჰქვია. ეს არის შოუ, სადაც მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან ცნობილი სიმღერების ფონოგრამით შესრულებაში.

37 წლის სერენა მოდელ ბრუკლინ დეკერის ნომერში გამოვიდა. თავის მხრივ, დეკერი ეჯიბრებოდა თავის მეუღლეს, წარსულში ცნობილ ჩოგბურთელ ენდი როდიკს, და ასრულებდა ბიონსეს სიმღერას Sorry. უილიამსი სცენაზე სწორედ ბიონსეს განასახიერებდა.

სერენა უილიამსი მონაწილეობდა ცოტა ხნის წინ დასრულებულ ავსტრალიის ღია პირველობაზე და იქ მეოთხედფინალში წააგო ჩეხ კაროლინა პლიშკოვასთან.