სერენა უილიამსმა ცხოვრების ერთ-ერთი ცუდი ეპიზოდი გაიხსენა
სერენა უილიამსმა ცხოვრების ერთ-ერთი ცუდი ეპიზოდი გაიხსენა

დიდი სლემის ტურნირების 23-გზის გამარჯვებულმა ,ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა ახალგაზრდულ წლებზე ისაუბრა. მან პირველი კოცნა გაიხსენა:

„ჩემი პირველი კოცნა საშინელება იყო, ის არასდროს დამავიწყდება. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ცუდი ეპიზოდია. მე თითქმის 18 წლის ვიყავი, ჩემს მეგობარ ბიჭს კი სკოლა უკვე დამთავრებული ჰქონდა.მან ძლიერად მაკოცა, მე კი მუცელი ამტკივდა და სახლში გავიქეცი. ტირილით მეგობარს ვუყვებოდი: „მან მე მაკოცა, ვერ ვიტან, ვერ ვიტან”. ძალიან დრამატული იყო“, – ციტირებს უილიამსს Eurosport.