სერენა უილიამსის ქმარმა საკუთარი თანამდებობა ფერადკანიანს დაუთმო
სერენა უილიამსის ქმარმა საკუთარი თანამდებობა ფერადკანიანს დაუთმო

პოპულარულ ვებგვერდ „რედითის“ (Reddit) თანადამფუძნებელმა ალექსის ოგანიანმა, რომელიც მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის, სერენა უილიამსის ქმარი გახლავთ, გადაწყვიტა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რასიზმთან ბრძოლაში. კერძოდ, მან საკუთარი თანამდებობა აფროამერიკელს დაუთმო. გარდა ამისა, ოგანიანი მომავალში ვებგვერდიდან მიღებულ შემოსავალს რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადარიცხავს.

„მე ამას საკუთარი თავისთვის, ჩემი ოჯახისთვის და ჩემი ქვეყნისთვის ვაკეთებ. ამას ვაკეთებ როგორც მამა, რომელსაც მოუწევს თავისი ქალიშვილისთვის პასუხი გაცემა კითხვაზე – რა გავაკეთე მე“, – აღნიშნა ოგანიანმა.

სერენა უილიამსის ქმარი ამ გადაწყვეტილებით გამოეხმაურა აშშ-ში მიმდინარე აქციას, რომელიც აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებს.