სერენა უილიამსი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენია

09:16, 07.08.2019

ავტორიტეტულმა ჟურნალმა „ფორსბმა“ გამოაქვეყნა 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენების სია. რეიტინგს სათავეში უდგას ამერიკელი სერენა უილიამსი, რომელმაც 29.2 მლიონი დოლარი გამოიმუშავა.

საინტერესოა, რომ TOP15-ში 12 ჩოგბურთელია, აქედან 11 მათგანს პირველი 11 ადგილი უკავია:

1. სერენა უილიამსი, ჩოგბურთი – 29,2 მლნ (საპრიზოები – 4,2, კონტრაქტები – 25)

2. ნაომი ოსაკა, ჩოგბურთი – 24,3 (8,3+16)

3. ანჟელიკ კერბერი, ჩოგბურთი – 11,8 (5,3+6,5)

4. სიმონა ჰალეპი, ჩოგბურთი – 10,2 (6,2+4)

5. სლოან სტივენსი, ჩოგბურთი – 9,6 (4,1+5,5)

6. კაროლინ ვოზნიაცკი, ჩოგბურთი – 7,5 (3,5+4)

7. მარია შარაპოვა, ჩოგბურთი – 7 (1+6)

8. კაროლინა პლიშკოვა, ჩოგბურთი – 6,3 (4,6+1,7)

9. ელინა სვიტოლინა, ჩოგბურთი – 6,1 (4,6+1,5)

10. ვინუს უილიამსი, ჩოგბურთი – 5,9 (0,9+5)

10. გარბინე მუგურუსა, ჩოგბურთი – 5,9 (2,4+3,5)

12. ალექს მორგანი, ფეხბურთი – 5,8 (0,25+5,5)

13. მედისონ კისი, ჩოგბურთი – 5,5 (2,5+3)

13. პურსალა სინდჰუ, ბადმინტონი – 5,5 (0,5+5)

15. არია ჯუტანუგარნი, გოლფი – 5,3 (3,3+2)

მსგავსი