სერენა უილიამსი „თაიმის“ პირველ გვერდზე მოხვდა
სერენა უილიამსი „თაიმის“ პირველ გვერდზე მოხვდა

ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი პროექტ „წლის 100 ქალის“ ფარგლებში ჟურნალ „თაიმის“ (Time) გარეკანზე მოხვდა. ეს პროექტი ეძღვნება ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალებისთვის საარჩევნო უფლების მინიჭების 100 წლისთავს.

„თაიმის“ რედაქტორები 1927 წლიდან ავლენენ „წლის ადამიანს“: ამგვარი სტატუსი 11 ქალს მიენიჭა და მათ შორის იყო უილიამსი. საბოლოოდ, ამ პროექტის ფარგლებში ჟურნალმა 87 ახალი გარეკანი შექმნა და 11 შეინარჩუნა იმ ქალებისთვის, რომლებიც უკვე ამშვენებდნენ პირველ გვერდს.

სერენამ წარმოადგინა 2003 წელი, როცა პირველად მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა და ამით კარიერული „დიდი სლემი“ შეაგროვა. გარდა ამისა, 2003 წელს უილიამსმა მოიგო უიმბლდონი და სეზონის დიდი ნაწილი რეიტინგის პირველ საფეხურზე გაატარა.

დღეს, 38 წლის სერენა მეცხრე ადგილს იკავებს WTA-ის რეიტინგში.