„დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი სერენა უილიამსი, შეიძლება, უკვე მარტში დაბრუნდეს პროფესიულ ტურში, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ჟურნალისტმა ბენ როტენბერგმა.
ჩოგბურთში პატიოსანი თამაშის საერთაშორისო სააგენტომ განაახლა მონაცემთა ბაზა და მასში მითითებულია სერენა უილიამსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკელი ჩოგბურთელი უკვე დააბრუნეს ანტისადოპინგო ტესტირების სიაში. პროფესიულ ტურში დაბრუნების შემდეგ პირველი ტურნირი უილიამსმა, შეიძლება, მაიამიში ან ინდიან უელსში ჩაატაროს.
„დიდი სლემის“ 23 ტიტულის გარდა, სერენა უილიამსი ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონია ერთეულებსა და წყვილებში.