სერენა უილიამსი „როჯერსის თასიდან“ მოიხსნა

11:58, 05.08.2018

სერენა უილიამსი მომდევნო კვირას დაგეგმილ „როჯერსის თასში“ მონაწილეობას აღარ მიიღებს. ეს გადაწყვეტილება ჩოგბურთელმა თავად მიიღო და არგუმენტად „პირადი მიზეზები“ დაასახელა.

დიდი სლემის ტურნირების 23-გზის გამარჯვებულმა ამერიკელმა რამდენიმე დღის წინ კარიერაში ყველაზე გამანადგურებელი დამარცხება იწვნია, როდესაც ბრიტანელ ჯოანა კონტასთან 1-6, 0-6 წააგო.

„შევიტყვეთ სერენას გადაწყვეტილების შესახებ და ფრიად გაწბილებულები ვართ, რადგან გულშემატკივრები მის კორტზე გამოჩენას სულმოუთქმელად ელოდნენ“, – განაცხადა „როჯერსის თასის“ დირექტორმა ეჟენ ლაპიერმა.

 

 

მსგავსი