სერენა უილიამსი პროტესტს გამოთქვამს
სერენა უილიამსი პროტესტს გამოთქვამს

სერენა უილიამსი აცხადებს, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლია, რადგან არც ერთ სხვა ამერიკელ ჩოგბურთელს ასე ხშირად დოპინგ-ტესტს არ უტარებენ. ეს განცხადება „დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის გამარჯვებულმა, „ტვიტერის“ საშუალებით, სამშაბათს, 24 ივლისს გააკეთა.

„უკვე დამტკიცებულია, რომ ყველაზე ხშირად დოპინგ-ტესტებს მე მიტარებენ. შემთხვევითი შერჩევით ყოველთვის სერენა ამოდის. დისკრიმინაცია? დიახ, მე ასე ვფიქრობ“, – დაწერა უილიამსმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულს გამართულ „უიმბლდონის“ ტურნირში უილიამსი ფინალში გავიდა, თუმცა იქ გერმანელ ანჟელიკა კერბერთან წააგო.