სერენა უილიამსი მოგებით დაბრუნდა
სერენა უილიამსი მოგებით დაბრუნდა

ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა, 36 წლის სერენა უილიამსმა პირველი ოფიციალური მატჩი 14-თვიანი პაუზის შემდეგ ჩაატარა.

დღეს დილით, ურეიტინგო ამერიკელმა ინდიან უელსის უმაღლესი კატეგორიის ტურნირზე პირველი წრის შეხვედრად ჩაატარა ყაზახი ზარინა დიასის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოს 53-ე ჩოგანია.

სერენამ საათსა და 33 წუთში ორ სეტში მოიგო – 7:5, 6:3. “დიდი სლემის” ტურნირების 23-გზის ჩემპიონმა 11 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, თავად კი ორი საკუთარი გეიმი დათმო.

უილიამსი მეორე წრეში 29-ე ნომრად განთესილ ჰოლანდიელს კიკი ბერტენსს შეხვდება.