სერენა უილიამსი მაიამის ღია პირველობას ტრავმის გამო გამოეთიშა, ოსაკა მესამე ეტაპზე დამარცხდა

10:21, 24.03.2019
MIAMI GARDENS, FLORIDA - MARCH 22:  Serena Williams of the United States waves to the crowd after defeating Rebecca Peterson of Sweden on Day 5 of the Miami Open Presented by Itau at Hard Rock Stadium on March 22, 2019 in Miami Gardens, Florida. (Photo by Michael Reaves/Getty Images)

რვაგზის მაიამის ღია პირველობის ჩემპიონი სერენა უილიამსი მუხლ;ის ტრავმის გამო ზედიზედ მეორე ტურნირს გამოეთიშა.

ამერიკელი ჩოგბურთელი მესამე ეტაპამდე მივიდა, სადაც ჩინელ ვან ციანს უნდა შეხვედროდა, თუმცა ტურნირის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

მსოფლიოს პირველმა ნომერმა ნაომი ოსაკამ კი მოულოდნელი მარცხი განიცადა ტაივანელ სე შუვეისთან (6:4, 6:7(4), 3:6) და ტურნირს გამოეთიშა.

ამ მომენტისთვის, მერვედფინალისტების გამოვლენა მიმდინარეობს. გრძელდება კანადელი თინეიჯერის ბიანკა ანდრეესკუს ბრწყინვალე გამოსვლა ამერიკულ კორტებზე. ინდიან უელსის ტურნირის მოგების შემდეგ, მან ფლორიდაში მერვედფინალამდე მიაღწია.

1/16 ფინალში მისი მეტოქე იყო გერმანელი ანჟელიკ კერბერი, რომელიც კანადელმა ინდიან უელსის ფინალში დაამარცხა. ანდრეესკუმ მატჩი სამ სეტში მოიგო – 6:4, 4:6, 6:1.

მსგავსი