სერენა უილიამსი კორტზე დაბრუნებას გეგმავს, რისთვისაც რამდენიმე wild card-ი მოითხოვა #1TVSPORT
სერენა უილიამსი კორტზე დაბრუნებას გეგმავს, რისთვისაც რამდენიმე wild card-ი მოითხოვა #1TVSPORT

ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა, შესაძლოა, 44 წლის ასაკში კარიერა განაახლოს.

როგორც ჟურნალისტმა ჯონ ვერტჰაიმმა ყოფილი ამერიკელი ჩოგბურთელის, ენდი როდიკის პოდკასტში განაცხადა, უილიამსმა რამდენიმე სპეციალური მოწვევა (wild card) ითხოვა და შეიძლება ლონდონის WTA500-ის ტურნირზე წყვილებში ითამაშოს 19 წლის კანადელ ვიქტორია მბოკოსთან ერთად. მოგვიანებით ეს ინფორმაცია დაადასტურა გაზეთმა The Times-მა.

სერენა უილიამსი „დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონია ერთეულებში, გარდა ამისა, 14 „სლემი“ აქვს მოგებული წყვილებში. ბოლოს ამერიკელი კორტზე 2022 წლის სექტემბერში იყო.