სერენა უილიამსი კორტზე დაბრუნდა
სერენა უილიამსი კორტზე დაბრუნდა

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ამერიკელი სერენა უილიამსი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, პირველად გამოჩნდა კორტზე საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის მისაღებად.

აქცია ორგანიზებულია ჩოგბურთელის დის იეტუნდა პრაისის ფონდის მიერ, რომელიც 2003 წელს მოკლეს. საქველმოქმედო ფონდი ძალადობისგან დაზარალებული ოჯახების დახმარებაზე სპეციალიზდება.

შეგახსენებთ, რომ სერენა უილიამსი პირველ სექტემბერს დედა გახდა. მან გოგონა გააჩინა, რომელსაც ალექსის ოლიმპია დაარქვეს. ამის გამო, ამერიკელს თებერვლის შემდეგ არ ჩაუტარებია არც ერთი ოფიციალური მატჩი და ვარჯიშიც ახლახანს განაახლა.

სპორტსმენს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი ითამაშებს თუ არა იანვარში ავსტრალიის ღია პირველობაზე, სადაც ტიტული აქვს დასაცავი.