სერენა უილიამსი „ფორბსის“ რეიტინგში მოხვდა
სერენა უილიამსი „ფორბსის“ რეიტინგში მოხვდა

ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი პირველი სპორტსმენი გახდა ისტორიაში, ვინხ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალების იმ სიაში მოხვდა, რომლებმაც დამოუკიდებლად დააგროვეს ქონება. რეიტინგი ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ (Forbes) შეადგინა. ეს ინფორმაცია ჟურნალის „ტვიტერის“ მეშვეობით გავრცელდა.

„ფორბსმა“ 37 წლის სპორტსმენის ქონება 225 მილიონ დოლარად შეაფასა. გამოცემის ინფორმაციით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უილიამსმა 34 სტარტაპში ჩადო თანხა.

სერენა უილიამსი წარუმატებლად გამოვიდა „როლან გაროსზე​​“ – პარიზის კორტებზე მან მესამე წრეში გააღწია და იქ ორ სეტში (2:6, 5:7) წააგო თანამემამულე სოფია კენინთან.