სერენა უილიამსი ფედერაციის თასზე ითამაშებს
სერენა უილიამსი ფედერაციის თასზე ითამაშებს

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ამერიკელი სერენა უილიამსი იმაზე ადრე აპირებს კორტზე დაბრუნებას, ვიდრე მას და მის სამწვრთნელო გუნდს ჰქონდათ დაგეგმილი. კერძოდ, „დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონი მონაწილეობას მიიღებს ფედერაციის თასის მსოფლიო ჯგუფის პირველ მატჩში, რომელშიც აშშ-ის ნაკრები ჰოლანდიას უმასპინძლებს.

სერენას გარდა, ამერიკელთა რიგებში ითამაშებენ ვინუს უილიამსი და კოკო ვანდევეგე. მეოთხე მონაწილე მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ სერენა უილიამსმა უარი განაცხადა ავსტრალიაში თამაშზე, რადგან შვილის დაბადების შემდეგ, ვერ მოასწრო ფორმის აკრეფა.

აშშ-ისა და ჰოლანდიის მატჩი 10-11 თებერვალს ამერიკის ქალაქ ეშვილში გაიმართება.