ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი 44 წლის ასაკში წარმატებით დაბრუნდა დიდ ჩოგბურთში.
ლონდონის „ქუინზ ქლაბის“ ტურნირზე სერენამ 19 წლის კანადელთან ვიქტორია მბოკოსთან ერთად წყვილების პირველ წრეში ორ სეტში მოუგო ამერიკელი ნიკოლ მელიხარ-მარტინესისა და ზელანდიელი ერინ რუტლიფის დუეტს – 7:6, 6:2.
ეს იყო სერენა უილიამსის პირველი გამოჩენა კორტზე 2022 წლის შემდეგ, როცა ლეგენდამ აშშ-ის ღია პირველობის მესამე წრეში წააგო და კარიერა დაასრულა.