სერენა უილიამსი და ენდი მარეი უიმბლდონზე შეწყვილდებიან
სერენა უილიამსი და ენდი მარეი უიმბლდონზე შეწყვილდებიან

ამერიკელი სერენა უილიამსი და ბრიტანელი ენდი მარეი ერთად ითამაშებენ „დიდი სლემის“ მესამე ტურნირის – უიმბლდონის მიქსტში. ამის შესახებ ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის პრესსამსახურმა გამოაცხადა.

ენდი მარეი ივნისში დაბრუნდა დიდ ჩოგბურთში, მაგრამ, ჯერჯერობით, მხოლოდ წყვილთა ტურნირებზე თამაშობს. ბრიტანელმა ესპანელ ფელისიანო ლოპესთან ერთად ცოტა ხნის წინმოიგო ლონდონის „ქუინზ ქლაბის“ ტურნირი.

სერენა უილიამსს მიქსტში „დიდი სლემის“ ტურნირი ორჯერ აქვს მოგებული – 1998 წელს უიმბლდონი და აშშ-ის ღია პირველობა. მან ეს ბელარუს მაქს მირნისთან ერთად შეძლო. მარეის საუკეთესო შედეგი მიქსტში – 2006 წელს, უიმბლდონის მეორე წრეში გასვლაა.